შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაპირებ აქაურობა გავხადო მარგალიტი მთელი შავი ზღვის და მიმზიდველი ფაქტორი აფხაზეთისთვის"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38109 
 06 მაისი 2019

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოძრაობა "ერთად სახლი"-ს წევრებს სიმბოლურად ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე მეტრში შეხვდა.

სანდრა რულოვსმა მოძრაობის წევრებს დეტალურად გააცნო საარჩევნო პროგრამა. შეხვედრაში მონაწილება ვიდეო-ჩართვით მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალგაზრდებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. დასაქმება, განათლების დაფინანსება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება - ეს ის პრობლემებია რომელზეც ყურადღება მოძრაობა "ერთად სახლი"-ს წევრებმა გაამახვილეს. სანდრა რულოვსი ახალგაზრდებს მისი არჩევის შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„აქ ნამდვილად დაპაუზებულ მდგომარეობაზე შეიძლება ვისაუბრო. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ახალგაზრდებთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ რა შეიძლება იყოს აქ ძალიან ცოტა ხანში როცა ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში. ვაპირებთ, რომ ეს გავხადო არა მხოლოდ მარგალიტი მთელი შავი ზღვის, არამედ მიმზიდველი ფაქტორი აფხაზეთისთვის, რომ მათთვის საინტერესო გახდეს საქართველოში ყოფნა.“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია