შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ბერდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38125 
 06 მაისი 2019

 სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 3,723,500-სს შე­ად­გენს, რაც 10 წლის წინ არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, 105,500 ადა­მი­ა­ნით ნაკ­ლე­ბია.

ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მცირ­დე­ბა. რო­გორც სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2018 წელს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 51 138 ბავ­შვი და­ი­ბა­და, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 4%-ით ნაკ­ლე­ბია (2017 წელს 53 293 ბავ­შვი და­ი­ბა­და). ამას­თან, 2018 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10 288-ს შე­ად­გენ­და, 2017 წელს კი 10 222-ს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, იზ­რდე­ბა მიგ­რა­ცია და მცირ­დე­ბა შო­ბა­დო­ბა, შე­დე­გად კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს.

მსოფ­ლიო ბან­კის გათ­ვლე­ბით, 2030 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს არ­სე­ბუ­ლი 700 000 პენ­სი­ო­ნე­რის ნაც­ვლად, 950 000 ათა­სი პენ­სი­ო­ნე­რი გვე­ყო­ლე­ბა, მათ ფონ­ზე კი მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ახალ­გარზდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. შიდა და გარე მიგ­რა­ცი­ის, შემ­ცი­რე­ბუ­ლი შო­ბა­დო­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბის - ანუ იმ ძი­რი­თად ფაქ­ტორ­თა მთა­ვარ წყა­როდ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბი სი­ღა­რი­ბეს, და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და უმუ­შევ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს ასა­ხე­ლე­ბენ.

დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბაც იწ­ვევს. როგორც პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­ჯმ­დო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა,მ ქვე­ყა­ნა­ში ეს პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად დგას და სწო­რედ ამის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მაც. დე­პუ­ტა­ტის თქმით, ხან­დაზ­მულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა და სწო­რი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რომ ხელ­სუფ­ლე­ბამ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რად­გან ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი პენ­სი­ის გა­ცე­მას ვერ გა­უძ­ლებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია