შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გესმის ხო რა ხდება ბატონო ბიძინა? სიგიჟეა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38146 
 07 მაისი 2019

"ფეისბუკ" მომხმარებელი ნიკა ობოლაძე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით წერილს წერს:

"Bidzina Ivanishvili for Georgia - გრიგორიჩ, მომისმინე ერთი წუთით, კარგი ვირეშმაკული ტვინი გაქვს და გაიგებ რასაც ვამბობ.

რ2 იყო კიწმარიშვილის, - გაყიდა მიყიდა ქიბარ ხალვაშს.

ქიბარ ხალვაშმა გაყიდა - მიყიდა ყარამანიშვილს (91 %) და ნიჟარაძეს (9%)

2 წელი, 3 სასამართლო ინსტაცია განიხილავდა ვინ იყო რ2-ის მესაკუთრე.

გაირკვა - ხალვაშს აიძულეს მიყიდვაო (ყარამანაშვილი ნიჟარაძეებისთვისო) , ნასყიდობა ბათილია და სინამდვილეში რ2 არის ქიბარ ხალვაშისო.

საქალაქო, სააპელაციო, უზენაესმა სასამართლოებმა, საქართველოს სახელმწიფოს სახელით მესაკუთრედ გამოაცხადა და კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება რომ რ2 - ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს.

ამ გადაწყვეტილების აღრსულება შეაჩერა სტრასბურგმა - სტრასბურგს არ უთქვამს, მესაკთრე ხალვაში არის თუ არა, ვერ იტყოდა, უბრალოდ შეაჩერა აღსრულება დროებით.

სასამართლოს აზრით, რ2 - ხალვაშისაა.

დღეს ვიღაც ნიჟარაძე, რომლის საკუთრების უფლებაზეც იმსჯელა სასამართლომ და 3 ინსტანციის გავლის შედეგად თქვა რომ ნიჟარაძეს რ2 -ში არაფერი ეკუთვნისო, უჩივის რ2-ს - 26 მილიონი ლარი მეკუთვნის თქვენგანო.

ახლა რომ რ2 მა 26 მილიონი გადაურიცხოს ნიჟარაძეს, მერე სტრასბურგმა მოხსნას დროებითი შეჩერების მექანიზმი, ქიბარ ხალვაშის ქონება ხომ იქნება 26 მილიონი ლარით შემცირებული?

რ2 ხომ ქიბარ ხალვაშისაა 3 ინსტანციის გადაწვეტილებით?

ეს სასამართლომ ხომ თქვა უკვე?

ახლა აღარ არის ქიბარის და ნიჟარაძისაა?

როგორ დაობს ნიჟარაძე იმ საკუთრებაზე, რაზეც 3 ინსტანციამ იმსჯელა და თქვა რომ ნიჟარაძის არაფერია და ყველფერი ხალვაშისაა?

გესმისო ხო რა ხდება ბატონო ბიძინა? სიგიჟეა"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია