შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები ესტუმრნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22509 
 07 მაისი 2019
30 დიპლომატის რეგიონში ვიზიტის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ქართული სამზარეულოსა და ღვინის, ასევე, ტურისტული ძეგლების გაცნობაა. სამცხ–ჯავახეთში მათ ჯერ ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანა და ისტორიული პარკი ნახეს, დღეს, შვიდ მაისს კი ახალციხის ციხე დაათვალიერეს. დიპლომატებს შორის არიან გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტირებული და ყოფილი ელჩებიც. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი და საქართველო-ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელი პოლ ფარლი ქალაქ ნიუკასლიდან: „ჩემთვის როგორც ინგლისის ახალციხელისთვის დიდი სიამოვნებაა ვსტუმრობდე საქართველოს ახალციხეს. იაპონიაში, ამერიკაში, კანადაში, გერმანიაში ასევე არის ახალციხეები, აქაურებს ქალაქში ფანტასტიიური ციხე გაქვთ, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ყველა ახალციხელი აქ შევიკრიბებით“. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ვიზიტის მიზანი როგორც კულტურულ, ასევე, ეკონომიკურ ჭრილში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაა: „ეს ტური სახალხო დიპლომატიის არაჩვეულებრივ მაგალითს წარმოადგენს, მეორეს მხრივ კი ამას სერიოზული პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზსაც ვეწვევით“.დიპლომატები საქართველოში ხუთ მაისს ჩამოვიდნენ. მათ უკვე ნახეს თბილისი, ყვარელი და ქუთაისი. ელჩები და პალატის წევრები ქვეყანაში 11 მაისამდე დარჩებიან, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტს და პატრიარქსაც შეხვდებიან. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია