შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ სცემა გურიის ყოფილი ვიცე გუბერნატორი და რატომ დახურა პოლიციამ საქმე იმ დღესვე?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38176 
 08 მაისი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, გასული თვის ბოლოს, ბზობა დღეს ოზურგეთში მდ. ბჟუჟიდან ინერტული მასალის გატანის მცდელობა  ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. 

სოფელ კვირიკეთში, მომხდარი გარჩევის დროს, გურიის ყოფილი ვიცე გუბერნატორი და კიდევ ოთხი ადგილობრივი სცემეს. 

მომხდარის თაობაზე პოლიციაში შეტყობინება შევიდა, თუმცა საქმე აღძვრიდან იმავე დღეს დახურეს. 

როგორც "გურიის მოამბესთან" წყარო ვარაუდობს დაპირისპირებულ მხარეს, ანუ კარიერის მოპოვების მსურველებს თავად პოლიციამ შეატყობინა, რომ ისინი ადგილზე ჩხუბის გამო არიან გამოძახებულები და იქ არ დახვედროდნენ:  "მდ. ბჟუჟის სანაპიროზე, კვირიკეთში ერთ-ერთმა, როგორც თავად ამტკიცებდა ლიცენზიის მფლობელმა მოიყვანა ტრაქტორი და დაიწყო ინერტული მასალის ამოღება. ადგილზე გამოვიდა მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია და მოისთხოვა, რომ შეჩერებულიყოქვიშა-ღორღის გატანა. ამაზე დაიწყეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ხუთი კაცი სცემეს. მათ შორის ერთი სოსოს ერქომაიშვილი იყო (გურიის ყოფილი ექს გუბერნატორი). ძალიან რომ დაიძაბა სიტუაცია პოლიციის ადგილზე მოსვლა ვითხოვეთ. პოლიციაში ზარის შესვლიდან რამდენიმე წუთში ამათ ვიღაცამ დაურეკა. სწრაფად უნდა გავეცალოთ აქურობასო და გაიკრიფნენ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ პოლიციამ თავად შეატყობინა ამათ. ესენი შეკრულები არიან ერთმანეთთან. მოვიდნენ, ნახეს სიტუაცია იყო მშვიდი და წავიდნენ. არადა, რამდენმა ადამიანმა დაინახა ერქომაიშვილს სისხლები რომ სდიოდა ცხვირიდან. ის ოთხი ბიჭიც მაგარი ნაცემები იყვნენ. ალბატ არ ითანამშრომლეს პოლიციასთან. ან უბრალოდ პოლიციამ გააჩუმა ესენი"-გვიყვება კარგად ინფორმირებული წყარო, რომლიც განმარტებითაც, სიტუაციის დაძაბვა, ორი დღით ადრე ამავე კარიერიდან გატანილი ინერტული მასალა გახდა, რომელიც სხვა მომპოვებელმა კომპანიამ ადგილობრივებთან მიოლაპარაკების შემდეგ გაიტანა: "ორი დღით ადრე ერთ-ერთმა ლიცენზიის მფლობელმა მოითხოვა ადგილობრივებისგან იმის უფლება, რომ უკვე ამოღებული ინერტული მასალა გაეტანა. 16 ატას ლარს ვკარგავო-ამბობდა. მოკლედ, დათანხმდნენ ადგილობრივები და წაიღო. ორი დღის შემდეგ ეს მეორე მოგვადგა ტრაქტორით. წინააღმდეგობა გავუწიეთ, ხომ ვიყავით შეთანხმებულები, რომ აქედან ქვიშის ამოღება აღარ მოხდებოდაო და ამაზე დაწყებული დავა დასრულდა ბოლოს ცემა-ტყეპით"-გვითხრა წყარომ, რომელიც ირწმუნება, რომ ამ ფაქტის უშუალო თვითმხილველია. 

ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე ადგილობრივთან გადავამოწმეთ, ვისაც შეიძლებოდა იმ დღეს მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია ჰქონოდა. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩხუბს ადგილი ნამდვილად ჰქონდა და იციან ისიც, რომ რამდენიმე ადგილობრივი სცემეს.

"გურიის მოამბე" მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდება სოსო ერქომაიშვილს და შსს-ს პრესცენტრს და მეორე მხარის კომენტარებს მიღებისთანავე მოგაწვდით.  

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია