შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალ ლანჩხუთში სტალინი "მესამედ მოვა"-ბიუსტი საზეიმო ვითარებაში დაიდგმება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38157 
 08 მაისი 2019

სტალინის ლანჩხუთში,მესამედ ,,მოსვლის “ამბავი 
„ გურია თუდეის“ ინფორმაციით, ხვალ დღის 12 საათზე ლანჩხუთში, იქ სადაც გურული მხედრების მოედნის დაარსებას ითხოვენ სტალინის ბიუსტის მესამედ „მოსვლის“ ოფიციალური ცერემონიალია ჩანიშნული. 
თაბაშირისგან დამზადებული სტალინის ბიუსტი უკვე მზად არის. მხოლოდ მისი კვარცხლბეკზე დამონტაჟებაა დარჩენილი.
 ბიუსტის ავტორი იური სარჯველაძე ამბობს, რომ ბელადის მონტაჟი ამ ღამით მოხდება: 
„დღეს ღამით გადავიტანთ და ხვალ 12 საათისთვის გავხსნით საზეიმო ვითარებაში. ის თაბაშირისგან არის დამზადებული, მეტის საშუალება არ გვქონდა, რომ უფრო უკეთესი მასალისგან დაგვემზადებინა. მისი კიდევ ერთხელ განადგურების აღარ მეშინია, რადგან საქმის კურსშია პოლიცია, მერია და ყველა. მით უფრო ტერიტორიას ვიდეოთვალი გააკონტროლებს და ჩვენს სტალინსაც დაიცავს“.

აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა, რომელიც წერს: 

"კანონითაა აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება და მისი პოპულარიზაცია.მოვუწოდებ ლანჩხუთის მერიას ნუ დაარღვევს კანონს და აღკვეთოს სტალინის ბიუსტი დადგმის მცდელობა ქალაქის ცენტრში"!

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია