შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელი გოგო ბათუმში ბაიკერებმა გაძარცვეს (ექსკლუზივი)

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38158 
 08 მაისი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, ძარცვის  ფაქტი მოხდა გუშინ ბათუმში. 

ოზურგეთელი გოგო, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, ორმა ბაიკერმა გაძარცვა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გოგონას ხელიდან ჩანთა გამოგლიჯეს. 

მომხდარზე მან პოლიციას შეატყობინა. 

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. მათ შორის ერთი ოზურგეთელი ბაიკერი  ი. ჩ-ა.

დაზარალებული ოზურგეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შვილია. 

შსს- ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება სსკ- 177-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ძარცვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით,მძარცველები ბაიკერები არ იყვნენ, ისინი მოპედით გადაადგილდებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა