შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ტოტალიზატორში 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22522 
 08 მაისი 2019
შემთხვევა დღეს, რვა მაისს დაახლოებით 19:20 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი ტოტალიზატორის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად სკამიდან გადავარდა და დაეცა –„სულ გალურჯდა, ისეთი ფერი ჰქონდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ“. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს 50 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი ახალციხის მუნიციპალუტეტის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს, იგი ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა.ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. რა გახდა 50 წლამდე კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
პოლიტიკა