შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე პეტრიაშვილი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22533 
 09 მაისი 2019
„სამხრეთის კარიბჭემ“ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე მულტიმედია მასალა ერთი წლის წინ, 2018 წლის რვა მაისს მოამზადა.17 წლის იყო, როცა პირველად ჯარში გაიწვიეს. სამთვიანი მომზადების კურსი გაიარა და... ორი წელი იბრძოდა ფრონტის პირველ ხაზზე.ომის ვეტერანი წუხდა, რომ პენსიაზე დანამატს მხოლოდ 44 ლარს იღებდა, რაც წამლის საყიდლადაც არ ყოფნიდა. მისი ბოლო სურვილი ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე 1 600 კვადრატული მეტრი მიწის დაკანონება იყო, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ ვერ აისრულა.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ განხილვაშია.დღეს, ცხრა მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 74–ე წლისთავს აღნიშნავენ. ახალციხეში დღეისათვის რვა ვეტერანია.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა