შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს იყო პრემიერის ინიციატივა, მას უწმინდესმა და უნეტარესმა სთხოვა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2019

დღეს, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. ქართული ოცნების დეპუტატმა სოფო კილაძემ ტვ პირველის ეთერში ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა:

"ეს იდეა ჩვენი არ ყოფილა, ეს იყო პირველ რიგში პრემიერის ინიციატივა საკანონმდებლო დონეზე, თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, პრემიერს სთხოვა საპატრიარქომ, უწმინდესმა და უნეტარესმა. ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია, როდესაც შემოვიდა ეს ინიცატივა ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ."- განაცხადა კილაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია