შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება დასჯადია: შსს მოსახლეობას აფრთხილებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38178 
 08 მაისი 2019

კანონი „თავისუფლების ქარტია“, საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და მისი მოთხოვნათა შეუსრულებლობას მოჰყვება გაფრთხილება, კანონის ხელმეორედ დარღვევას კი - ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებზე საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოიყენონ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, - აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე.
უწყების  ცნობით, 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.
კანონი „თავისუფლების ქარტია“, საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და მისი მოთხოვნათა შეუსრულებლობას მოჰყვება გაფრთხილება, კანონის ხელმეორედ დარღვევას კი - ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ორი დღის წინ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორებს გაუგზავნა.

„უკვდავი პოლკის“ აქცია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის ცენტრში - ჭავჭავაძის გამზირსა და გამარჯვების პარკში 9 მაისს გაიმართება. თბილისის გარდა მსვლელობა მოეწყობა ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში.

სუს-მა მსგავსი გაფრთხილება სხვა ორგანიზაციებსაც დაუგზავნა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია