შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველო ოფიციალურად უნდა გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38162 
 08 მაისი 2019

12 მაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ ოფიციალურად გამოცხადებისთვის დეპუტატები დღეს რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან.

ახალი დღესასწაულის დაჩქარებული წესით დაწესების ინიციატივით პარლამენტს საპატრიარქომ მიმართა. თუმცა ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებით საქართველოს პრემიერმა გაახმოვანა.

12 მაისი აქამდეც უქმე იყო. ამ დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ლილაძე: "ამ დღეს და ამ საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი, სიმბოლური  დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, პატივს ვცემთ ხალხის აზრს, მნიშვნელოვანია საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა