შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიდებულ ალაზანს პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი მიაქვს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მაისი 2019
ტრაქტორი, რომლითაც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებელ კომპანიას სამუშაოები უნდა დაეწყო, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს. ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მკვიდრმა სულხან ბორძიკაშვილმა გაავრცელა.
შეგახსნებთ, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებსა და ტრაქტორს. სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია