შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30693 
 10 მაისი 2019
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა - ამის შესახებ გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული ზიანი დიდია. ასევე ცალკეულ ადგილებში განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.

"ბოლო პერიოდში სტიქიამ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ინფრასტრუქტურული ზიანი საკმაოდ დიდია, რაზეც საუბარი მთავრობის სხდომაზეც იყო. სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას. ამ ეტაპზე მდინარე ალაზნის და სტორის კალაპოტში ჩადგომამდე რაიმე გაწმენდითი სამუშაოები ვერ დაიწყება, რადგან ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამაშველო ჯგუფებს. იმ მოსახლებას, ვისაც სტიქიამ მოსავალი გაუნადგურა და ბანკიდან ჰქონდათ სესხი აღებული, ჩვენ შუამდგომლობას გავუწვეთ, რომ მოხდეს ამ თანხის გადახდის გრაფიკის გადავადება,"-განაცხადა ქადაგიშვილმა.

კახეთში სტიქიის პრევენციის მიზნით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, 24 საათის განვალობაში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმაურებას აღმოუჩენენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია