შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘День Победы’ და საბჭოთა სიმბოლიკა ნინოწმინდაში ცხრა მაისის ღონისძიებაზე [ვიდეო]

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22541 
 09 მაისი 2019
ვიდეომასალა ადგილობრვმა "რადიო ნორმა“ გაავრცელა.ღონისძიებას, სადაც ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა День Победы იმღერეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანიც ესწრებოდა.მკოიანი აცხადებს, რომ კონცერტი უბრალო ხალხის ორგანიზებულია და "ბავშვებს მშვიდობა უნდათ". მისი თქმით, არ იცის სიმღერა ბავშვებმა აარჩიეს თუ არა და ხალხს რაიმეს ვერ აუკრძალავს. მისივე თქმით, ბავშვები არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია. დეპუტატის ინტერვიუს თარგმანი რუსთავი 2-მა გაავრცელა.„ქალაქის სკოლის მოსწავლეები მღეროდნენ, მაგრამ არ ვიცი რომელი სკოლიდან იყვნენ. ვერ გეტვით ეს დარღვევა იყო თუ არა, ბავშვების მოგონილი სიმღერა ხომ არაა?“, – ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ და ამატებს, რომ მას ნინოწმინდაში გამართულ ღონისძიებაზე საბჭოთა სიმბოლიკიანი მოქალაქეები არ უნახავს.რადიო „ნორის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნინოწმინდის სკოლის მოსწავლეების გვერდით, რომლებიც День Победы–ის მღეროდნენ, დგას პირი, რომელსაც საბჭოთა სიმბოლიკიანი ქუდი ახურავს.იურისტის, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, საბჭოთა სიმბოლიკასთან დაკავშირებით რეგულაციები თავისუფლების აქტშია მოცემული: „ვთვლი, რომ თუკი სიმბოლიკა ვინმემ არ უნდა გამოიყენოს, ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო დაწესებულებები, ეს იქნება მთავარი პრობლემა. რაც შეეხება კერძო პირებს, თუ ისინი ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენ ამისთვის ადამიანების დასჯა მიმაჩნია ყოვლად დაუშვებლად. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ეს სიმბოლოები და ვიცი რაც არის ფაშიზმიც, კომუნიზმიც. ჩვენი კონსტიტუცია იცავს გამოხატვის თავისუფლებას. მთავარია ეს არ იყოს ძალადობრივი და არ ქმნიდეს ძალადობის მყისიერ საფრთხეს“. მისი თქმით, თუ ბავშვები სახელმწიფო ორგანოებმა გამოიყვანეს, მაშინ პრობლემაა: „მაგრამ თუ ბავშვები მშობლებმა გამოიყვანეს ვერაფერს იტყვი, მთავარია ის, რომ სახელმწიფო ორგანოები იყვნენ დისტანცირებული ამ საბჭოთა პერიოდის ხოტბისგან, ეს არის კანონის მოთხოვნა. თუ სკოლის ადმინისტრაცია გამოიყვანს ბავშვებს ეს განათლების გენინსპექციამ უნდა შეისწავლოს“. დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ, რვა მაისს გაავრცელა, სადაც უწყება წერდა, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენდა.დაიწყო თუ არა მოკვლევა ნინოწმინდის ფაქტთან დაკავშირებით შსს–მ ამ ეტაპზე უცნობია. უწყებიდან რედაქცია პასუხს ამ დრომდე ელოდება. სიმღერა სპეციალურად ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაიწერა და ის საბჭოთა არმიის, ისევე, როგორც რუსული არმიის მარშირებისთვის გამოიყენება. რუსული ვიკიპედიის მიხედვით, აღნიშნული სიმღერა 9 მაისის დღესასწაულების განუყოფელი ატრიბუტია.9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, უკვდავთა პოლკის მსვლელობა, ანტიოკუპაციური მოძრაობების ორგანიზებით კი ორი კონტრაქცია გაიმართა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება