შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში სამშენებლო ნარჩენი მდინარეში ჩაყარეს [ვიდეო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22540 
 09 მაისი 2019
ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მუშა სამშენებლო ნარჩენებით სავსე ტომრებს მტკვარში ყრის გუშინ, რვა მაისს სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა ადგილობრივმა ატვირთა. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის გიორგი გიუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ შენობაში, რამდენიმე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. მოხმდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში: „მომხდარის შესახებ შევატყობინეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. „სამხრეთის კარიბჭე“ ამ წუთებში არკვევს თუ რომელი ობიექტი რას აშენებს აქ და ვინ არის პირი, რომელიც მდინარეში ტომრით ნაგავს ყრის. მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა: „ფაქტის შესწავლა დაწყებულია, გავარკვევთ ვინ ჩაყარა ნარჩენები მტკვარში და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში ბინა გაქურდეს