შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გადაუღებელმა წვიმამ თელავის აეროპორტში ინფრასტრუქტურა დააზიანა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38773 
 10 მაისი 2019

ძლიერმა წვიმამ თელავის აეროპორტ ,,მიმინოში” პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო დაზიანდა ასაფრენი და დასაფრენი ბილიკები. 
როგორც “კახეთის ხმას” აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წყალმა ბილიკებზე დიდი რაოდენობით ნაგავი და ქვა-ღორღი ჩაიტანა.
,,წყალმა აეროპორტის ასაფრენი და დასაფრენი ბილიკები დააზიანა, ღობე გადმოანგრია და მწყობრიდან არის გამოსული სანიაღვრე სისტემა. თუ დროულად არ გაიწმინდა და მოწესრიგდა სიტუაცია, განმეორებითი ძლიერი წვიმის შემთხვევაში სრულად გამოვა მწყობრიდან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ვესაუბრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მივაწოდეთ უკვე ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ”, – განუცხადეს “კახეთის ხმას” აეროპორტ ,,მიმინოში”.

სოფელ კურდღელაურში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მიხეილ ეგიდუნაშვილის ინფორმაციით, აეროპორტში პრობლემები უხვი ნალექის გამო ე.წ უსახელოური ხევის ნაპირებიდან გადმოსვლამ გამოიწვია.

,,რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმდა,ხევი ნაპირიდან გადმოვიდა და ნაშალი და ნაგავი ჩაიტანა აეროპორტში. მერიის შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას და შესაბამისი ზომები გატარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ”, – აღნიშნა “კახეთის ხმასთან” საუბრისას მიხეილ ეგიდუნაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები