შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბატონ ბიძინას აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი"- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38190 
 09 მაისი 2019

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეარასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, თუკი საია ტაძრის მოხატვის გარდა სხვა მაგალითსაც მოიყვანს, მხოლოდ ამის შემდეგ მოეკიდება აღნიშნულ დასკვნას სერიოზულად.

„იმედია, ამ ბრალდებებს სერიოზულად არ იღებთ. როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი, მოხატული აქვს ათასობით ტაძარი და შენ დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს უბრალოდ სასაცილოა და არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ერთი ფაქტი დადონ, გარდა ტაძრის მოხატვისა და შემდეგ შეიძლება სერიოზულად მოვეკიდოთ საია-ს დასკვნას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საია- ს მიერ გავრცელებულ მასალაში გამოყოფილია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, მსგავს ფაქტად საია-მ მიიჩნია ივანიშვილის მიერ 11 აპრილს პატრიარქისთვის დაპირება ფონდი „ქართუს“ მხრიდან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დააფინანსებაზე; მეორე შემთხვევად კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ივანიშვილის მიერ 29 მარტს სოფელ ხიბულაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაპირება გამოყო, რომელიც გაზიფიცირებისა და წყლის საკითხის მოგვარებას ეხებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება