შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში 4 ვეტერანს ფულადი პრემია - 500-500 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38200 
 09 მაისი 2019

ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა. 
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილე- ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე, ირაკლი სირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 4 ვეტერანს ფულადი პრემია - 500-500 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 
,, 9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა, ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. საქართველომ ამ ბრძოლაში უდიდესი მსხვერპლი გაიღო , რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. მეორე მსოფლიო ომში ოზურგეთიდან 11 653 ადამიანი გაიწვიეს, აქედან 639 დაიღუპა. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენი სახელოვან ვეტერანების, შოთა მანჯავიძის, შოთა გოგატაძის, დიმიტრი სარიშვილის და ანასტასია მჟავიას წინაშე! თაობები ყოველთვის დააფასებენ მათ ღვაწლსა და თავგანწირვას.“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. 
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 70 0000 ადამიანი წავიდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია