შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ ზუსტად ვართ იქ , სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38208 
 09 მაისი 2019

„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონში წამყვანი ფუნქცია დააკარგვინა,“ - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქმე ეხება ანკარაში გაფორმებულ მემორანდუმს. თურქეთის, რუსეთისა დ აზერბაიჯანი ტრანსპორტის მინისტრებმა კი ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ამ შეხვედრას ოფიციალური თბილისიდან არავინ ესწრებოდა.

მიხეილ სააკაშვილი მომხდარში "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რკინიგზის პროექტმა შემოსავლიანი ორგანიზაციიდან წამგებიან პოზიციებში გადაინაცვლა.

„არაფერი საწყენი და არაფერი გასაბრაზებელი არ გვაქვს აზერბაიჯანელებზე და თურქებზე. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, მეც არ ჩავთვლიდი ამათ არაფრად. ყველა თავის თავს პატივს სცემს, ჩვენ ვართ იქ ზუსტად, სადაც მიგვიჩინა ადგილი ივანიშვილმა. ჩვენ გავხდით პატარა სოფელი, არადა ვიყავით ყველაზე მაგარი ქვეყანა რეგიონში და ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი რეფორმატორი, ეს არის შედეგები. რუსეთი ვგკეტავს, შემოძვრა იქიდან, რათა მოგუდოს ეს და უკვე მოგუდა ლაზიკის პორტი,“ - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გარეშე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა