შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ადამიანებს აღარ შეუძლიათ ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ცხოვრება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38209 
 10 მაისი 2019

"ადამიანებს აღარ შეუძლიათ ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ცხოვრება-აცხადებს "გურიის მოამბესთან"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი, ირმა ნადირაძე,, რომელიც დღეს ოზურგეთში იმყოფებოდა.

ის დღეს  მათი პარტიიდან საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ, კობა ზაქარეიშვილთან ერთად, ოზურგეთის მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც 19 მაისის შუალედურ არჩევნებში თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს (სერი-ექადია-ანასეული).

დეპუტატი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს აფასებს, რაც კარდაკარის დროს მოისმინა და რაც, მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობის ხარისხს ზრდის. მომავალ, 2020 წლის არჩევნებში კი, მათ გამარჯვების რეალურ შანსს აძლევს: 

"ადამიანებს აღარ შეუძლიათ ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. ისინი ცხოვრობენ ძალიან ცუდად. ამიტომ, ველოდებით ოზურგეთში მოსახლეობამ ეს შედეგი გადაიტანოს ხმებში. ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებით ქვეყანაში მმართველობის შეცვლა არ ხდება, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პოზიცია, რომელსაც მოიგებ. ეს არის დაბანდებული იმისთვის, რომ 2020 წელს ივანიშვილის მმართველობა დავამთავროთ.

ივანიშვილი და საერთოდ ყველა ხელისუფლება ცდილობს შეინაჩუნოს სკამები და ხელისუფლება, მაგრამ ახლა არის ის დრო, როცა არც ფული, არც საჯარო მოხელეების გავლენა, არც ადამიანების მოსყიდვა, არც სუსი და პოლიცია აღარ იმუშავებს.

2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას რომელი აკლდა? გავლენა? სუსის მიერ ადამიანებზე გავლენის მოხდენა? ფულის საშუალება არ ჰქონდა თუ რა არ ჰქონდა? მაგრამ, დგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი აღარ მუშაობს. მგონია, თუ ოპოზიცია იქნება კოორდინირებული, იმუშავებს კარგად და მიიღებს საჭირო ხმებს გასამარჯვებლად, შეიძლება ივანიშვილის შეცვლა არჩევნების გზით. მე ვფიქრობ, რომ როცა ივანიშვილს ხალხი ხმას ნამდვილად აღარ მისცემს, ის ვეღარ მოახერხებს თავისი პოზიციების შენარჩუნებას.

 მოსახლეობამ არც ოზურგეთში და არც არსად არ უნდა აირჩიოს „ოცნების“ კანდიდატი, რადგან არც ერთი მათგანი არაა პასუხისმგებელი ხალხის წინაშე. ისინი მარტო ივანიშვილის წინაშე გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად და შესაბამისად ხალხზე საერთოდ არ მუშაობენ.

ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატი. ადამიანი, რომელსაც არ ეზარება მუშაობა და ხალხთან კომუნიკაცია შეუძლია. ჩემი გადასახედიდან, კობა ზაქარეიშვილი ზუსტად ასეთია და ამიტომაც დავაყენეთ მისი კანდიდატურა. ეს არის ერთი ნაბიჯი წინ, მაგრამ, ისეთ ძლიერ კანდიდატს როგორიც ბატონი კობაა, უკან აუცილებლად უნდა ედგას ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება"-აცხადებს დეპუტატი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია