შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როგორც ჩემს მშობლიურ გურიაში იტყვიან , ამფერი აფერი არ გამიგონია"- ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მაისი 2019

პარტია "რესპუბლიკელების" ერთ ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მალხაზ მათშალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირის ამბებს ეხმაურება და წერს:

"აქამდე ვიცოდით "ტერორიზმი ქართულად", მძევალს რომ სმა-ჭამით ხეთქავდნენ.

ახლა კი ვიცით ქართული უნიკალური კონტრტერორისტული ოპერაციაც, თავისუფლად მოსეირნე და ინტერვიუების დამრიგებელი ეჭვმიტანილით, რომელიც თავის მხრივ, ვადაგასული და არშემდგარი ტერორისტული აქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ჩემს მშობლიურ გურიაში იტყვიან ხოლმე, ამფერი აფერი არ გამიგონია."- წერს ზურაბიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია