შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე ანა გეგიძე გახდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38212 
 10 მაისი 2019

საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხაჯალიის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ აკეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ანა გეგიძე გახდა. 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან „ეტალონის“ მასპინძელ სკოლას საქართველოს ისტორიის ხუთტომეული გადაეცა, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე წიგნებით, გამარჯვებული კი 500 ლარით დასაჩუქრდა. შეჯიბრში გამარჯვებულმა „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ღონისძიებას მხარის რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე და სამსახურის წარმომადგენელი მაკა კვირკველია, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია