შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38839 
 11 მაისი 2019

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სტიქიის დროს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილ 10 მწყემსთან და საგზაო სამსახურის 6 თანამშრომელთან დაკავშირება მოხერხდა. ლადო კახოიძის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, გზაზე არსებული ვითარებას ვერტმფრენით შეისწავლიან.

„გარკვეული პერიოდი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თუმცა, გვიან ღამით თვითონ გამოვიდნენ კავშირზე და გვითხრეს, რომ უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. მთავარია სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.

ახლა კი ვერტმფრენით შემოვლა და დაზიანებული მონაკვეთების ნახვაა საჭირო. ვფიქრობ, უახლოეს საათებში შევძლებთ გაფრენას და იქ დარჩენილებს ადგილზე მოვინახულებთ. საჭიროების შემთხვევაში კი მათი ბარში ჩამოსაყვანად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, – განაცხადა ლადო კახოიძემ.

თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადდიდა.

მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელი ლეჩური დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 150 მეტრი მთლიანად წაიღო და გზა ჩახერგა. სტიქიის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე 16 ადამიანი დარჩა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია