შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერი: ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38231 
 10 მაისი 2019

“მოგეხსენებათ, რომ წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება. აქაც გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი, ეს არის ფაქტობრივად 100%-იანი შესრულება და იმის ფონზე, რომ შარშან ამ პერიოდში იყო 73%-იანი შესრულება და გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე რომ თითქმის 100%-იანი შესრულებაა, ჩვენ გვაქვს საფუძველი რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროგრესზე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 207 მილიონის 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე დაწყებულია უკვე მუშაობა. ეს ციფრები არის დამაიმედებელი. ამასთან ერთად, მინდა მთელ გუნდს მივმართო და მოვუწოდო - ჩვენ გვსურს მეტი, ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი"-აცხადებს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე.
წყარო: ტაბულა
 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია