შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"10-ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები "- პრემიერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38238 
 11 მაისი 2019

"შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიონი შეადგინა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით“,  - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, წელს სახელმწიფომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები 10-ჯერ გაზარდა და ამ პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად მიმდინარე წელი გარდამტეხი იქნება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფერმერებისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა. 

„ძალიან ბევრი ფერმერი აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. სამწუხაროდ, არც საქართველოში და არც საერთაშორიოს მასშტაბით არ არსებობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმატებული გამოცდილება, მაგრამ ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენთან ერთად, ჩამოვყალიბდით ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე. იცით, რომ წელს ჩვენ 10-ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი, სადაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა