შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაჟა ფშაველას და მერაბ კოსტავას სადღეგრძელოებს ვსვამთ და ბიძინას ვამართინებთ ქვეყანას"- სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38242 
 11 მაისი 2019

 

ყოფილმა  პარლამენტარმა,ისტორიკსმა  გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა:

"კომუნისტურ ფილმებში რომ "შპიონები" იყვნენ „კეპკით“ და გრძელი ქამრიანი პლაშებით მაინცდამაინც ასე უნდა ჩაიცვას რომ ამოიცნოთ ბიძინა ივანიშვილი? 

ეს კაცი ჩვენს განადგურებაზე დგას, ჩვენს გათიშულობაზე, თვითონ ხომ არ გამოვა და მოგვიყვება რა სიბოროტეებს აპირებს კიდე. დაიმახსოვრეთ ქართველებო, თუ ეს კაცი 2020 - ში დარჩა, 2024 - მდე საქართველოს დაამთავრებს. დაიცლება სისხლისგან, ახალგაზრდობის ეს ბოლო ნაკადიც გაიკრიფება ქვეყნიდან და მერე იმღერეთ „ძენ პაბედი“ და რაც გაგეხარდებათ.

თუ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში ბიძინა ბატონო, რატომ გარბის ხალხი საზღვარგარეთ? რუსთავი 2-მა გაყარა, თუ ვიზა დაურიგა? თუ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ვართ უმადურები და ვერ დაგიფასეთ ასე რომ ააყვავეთ ქვეყანა? სუფთა არქიფო სეთურია ეს კაცი, მაგრამ ჩვენ ნუ დავემსგავსებით პოლიქრონიოს ხალხს. პილატე,სვანიძე და სპირიდონა სულანჯია, ეს უნდა ამ ქვეყანაში მარტო. ვაჟა ფშაველას და მერაბ კოსტავას სადღეგრძელოებს ვსვამთ და ბიძინას ვამართინებთ ქვეყანას.

ჩვენ ახლა უნდა გვყავდეს ძალიან მაგარი საგარეო საქმეთა მინისტრი და არა ახლა რომ გვყავს, ხისთავიანი ზანკალიანი. ასეთი ამბები ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში,სომხეთში უკრაინაში,თურქეთში და ჩვენ სად ვართ,ბიძინა მიხედავს,ის გააკეთებს,ფულს გადაიხდის,ვის რაში უნდა მაგისი ფული ქართველების მეტს?

სამწუხაროდ ტროას ცხენი გვყავს ხელისუფლებაში, 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძე ზის თბილიში,ორჯონიკიძეობა და ყორღანაშვილობა არის ყველაზე დიდი ხიფათი ქართველებისთვის."- განაცხადა სანიკიძემ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია