შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38246 
 11 მაისი 2019
9 მაისს ექსპრემიერმა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა.

"ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ " - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ამ ვიზიტს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიგამოეხმაურა.

"გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი, ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს. ხელები უნდა დაიკაპიწო, როგორც მე ვაკეთებ. მოკლედ,

სურათებშია ინსტრუქცია, თორემ შენით ვერ ისწავლი", - წერს "ფეისბუკში" ირაკლი ოქრუაშვილი და პოსტს ფოტოებსაც ურთავს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა