შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" თუ მარტო საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, გახსოვდეს, ყოველთვის გაგიცრუვდება იმედი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38250 
 11 მაისი 2019

"არადროს ინატრო იმ ადამიანების დასჯა, ვინც ტკივილი მოგაყენა... სხვა კუთხითაც შეხედე, ადრე ბევრად უფრო მიამიტი იყავი, მიმდობი და გამოუცდელი... ტკივილის შემთხვევაში გამოცდილება მეტი მიიღე, ისიც დაინახე, რომ ყველას არ უნდა ენდო და ყველაზე მთავარი, მეტად გაიზარდე და ჩამოყალიბდი... საბოლოოდ მიხვდები, რომ მარტო მისი ბრალი არ იყო, ვინც დაგაზიანა, არამედ შენიც... რადგან სწორედ შენ მიეცი მას შანსი, ასე მოქცეულიყო... უნდა გცოდნოდა ვის უნდა ენდო და ვისთან რა დამიკიდებულება ჩამოგეყალიბებინა... ტკივილს გაუძლებ, გადაიტან, მაგრამ ამ ტკივილის მერეც იგივე სიტუაციაში თუ აღმოჩნდები, სხვისკენ ხელს ნურასდროს გაიშვერ. ეს უკვე მხოლოდ შენი უნიჭობის და უჭკუობის ბრალი იქნება... პრაქრიკული შეცდომების გამოც რომ ვერ გისწავლია ჭკუა... ნუ ჩამოთვლი სხვების ნაკლოვანებებს, ვინ რამდენჯერ გიღალატა... ახლოს რომ მოუშვი, იმიტომ დაგემართა.. და საერთოდ, გადამწყვეტ მომენტში, თუ მარტო საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, გახსოვდეს, ყოველთვის გაგიცრუვდება იმედი... ნურც მარტოობის შეგეშინდება. მარტო ყოფნას სუსტები გაურბიან, მაგრამ ამის დასაძლევად ყალბი ადამიანების კოლექცია არ არის გონივრული ნაბიჯი... თავი არ მოიტყუო და რაოდენიბას ნუ ითვლი, ხარისხი დაითვალე... შენ გვერდით შეიძლება უამრავი ვინმე იყრიდეს თავს, მაგრამ არც ერთი არ იყოს ნამდვილი, სხვასთან კი პირიქით, მარტო ერთი იდგეს და ის სჯობდეს, შენს მრავალრიცხოვან გარემოცვას... ყალბების გვერდით შენი მარტოობა უფრო გაუსაძლისი იქნება... სინამდვილეში ძეგლებივით დგანან და შენ ისევ მარტო გიწევს იმ ტვირთის აწევა, რომლის ტარებაში მათი იმედი გქონდა, ვინც შემთხვევით აღმოგიჩნდა გვერდით... ოღონდ ეს შემთხვევითობაც არ დაეშვა შემთხვევით, არამედ იმისთვის, რომ დაინახო, შენ მოგინდა ასეთი გარემო შეგექმნა საკუთარი თავისთვის!.."

მამა პეტრე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
პოლიტიკა