შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით ჭიჭინაძე - 2020 წლამდე თუ მივიდა „ქართული ოცნება“, ქვეყანას ააფეთქებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38255 
 11 მაისი 2019

2020 წლამდე თუ მივიდა „ქართული ოცნება“, ქვეყანას ააფეთქებენ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7 vs 1” განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებს წააგებს, ჭიჭინაძემ ასე უპასუხა: „2020 წელს თუ მივიდა „ქართული ოცნება“, აფეთქდება საერთოდ, წაგებაზე არ არის საუბარი, ქვეყანას ააფეთქებენ“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას ვერ დაალაგებს.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, უმართავად შეიძლება ქვეყანა შეინარჩუნო? ივანიშვილი ვერ დაალაგებს, რესურსი აღარ არის. უნდა, რომ მმართველი პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს, მაგრამ ეძებს არა მოდელში ცვლილებას, არამედ ადამიანების ცვლილებაში და ისიც ძველებში, ვისაც ენდობა ან არ ენდობა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

https://www.interpressnews.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა