შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შს მინისტრმა 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22560 
 11 მაისი 2019
ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.გარდა ამისა, მინისტრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა.დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ჟვანიამ მოაწერეს.მემორანდუმით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.19 მაისს, აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება