შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38258 
 12 მაისი 2019

2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან 5 500-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათგან ყველაზე მეტი იტალიაში, ალბანეთსა და საქართველოში გააძევეს. ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ მედიაჯგუფ „ფუნკეს“ გამოცემები.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გერმანიიდან 5 613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დეპორტირებულთა რაოდენობა 6 235 იყო.

ამავე ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს. დეპორტირებული ალბანელების რაოდენობა 389-ა, ხოლო იტალიელების – 600.

პირველ რიგში, დეპორტაცია ხორციელდება დუბლინის შეთანხმების საფუძველზე. ამ შეთანხმების მიხედვით, მიგრანტებმა თავშესაფარი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვონ, სადაც პირველად ჩავლენ.

ამასთან, გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების რიცხვი მცირდება. ევროკავშირის საზღვრის დაცვის უწყების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ეს რიცხვი 27%-ითაა შემცირებული. 2018 წელს დარეგისტრირებულია საზვცრის უკანონოს კვეთის 150 114 შემთხვევა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია