შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბახვში, დღეს ზვიად ცეცხლაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38262 
 12 მაისი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დღეს ზვიად ცეცხლაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბილისის 35 -ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა ოზურგეთის სპორტული სკოლის პირველი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, მესამე ადგილზე ქობულეთის გუნდი გავიდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და სიგელებით.

ტურნირს უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია