შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინას თუ დასჭირდება იქნება ამერიკისკენ, თუ დასჭირდება იქნება რუსეთისკენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38263 
 12 მაისი 2019

"დღევანდელი ხელისუფლება არის აჭრილი, ის არის უღუზო გემი. ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტებს ვერ იტანს, ვერც ავტორიტეტულ ინსტიტუციებს, მას ამოღებულიო ჰქონდა მიზანში ეკლესია კარგა  ხანია. ციანიდის საქმესთანაც არ არის გასაკვირის მისი კავშირი. 

ბიძინას თუ დასჭირდება იქნება ამერიკისკენ, თუ დასჭირდება იქნება რუსეთისკენ. დღეს აწყობს პრორუსობა და ნახეთ რა მოხდა 9 მაისს, როცა უმრავლესობის დეპუტატი იდგა პუტინის მხარდამჭერების გვერდით. 

ჩვენ უნდა შევთანხვმდეთ ერთ რამეზე, რომ ქვეყანას საფრთხე აქვს შიგნით და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. 

ან ეს ღვთისმშობლის წილხვედრობის გამოცხადება და ამაში ამდენი ფულის დახარჯვა რა არის? ნუთუ ღვთისმშობელს ის უფრო არ გაუხარდება, ქვრივ-ობლებს რომ დაეხმარონ? ეს არის აკვიატება ივანიშვილის. 

მე ბიძინა ივანიშვილის მტერი ვარ ნამდვილად, როგორც პოლიტიკოსის და ქვეყნის მმართველის, რადგან მე ყველა აიმ ადამიანის მტერი ვარ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩემს ქვეყანას. 

არჩევანი აქვს ახლა ქართველ ერს გასაკეთებელი. კი არის ახლა ამ საეკლ;ესიო დღესასწაულებზე ზეიმი და ამაზე აქცენტირება, მაგრამ უფალს საერთოდ არ უყვარს ვერცხლისმოყვარეობა და სხვათა შორის, შავი ბერების ძალიან დიდი ნაწილი ამ ხელისუფლების წინააღმდეგია და არ მოსწონთ მათი მმართველობა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია