შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპენსაციების გაცემის საკითხზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არალში ჩავლენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22571 
 13 მაისი 2019
ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და არალის მოსახლეობა კომპენსაციების გაცემის ოდენობაზე უკვე მეხუთე თვეა ვერ თანხმდებიან. ამის გამო, მდინარე ოცხეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა 2019 წლის იანვრიდან შეჩერებულია. ხიდი არალში ადგილობრივების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე უნდა გავიდეს, თუმცა მესაკუთრეები ამბობენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მათ მიწის სანაცვლოდ მინიმალური თანხა შესთავაზეს. „თვეებია არავინ შეგვხმიანებია. ყური მოვკარით, რომ სასამართლოში აპირებენ საქმის განხილვას. მაგრამ ჩვენი მოთხოვნა იგივე რჩება, არ შევცვლით ჩვენს პოზიციას, სხვაგან თუ აძლევენ კვადრატულ მეტრში 12 ლარს, არ შეიძლება ჩვენც მოგვცენ? ჩვენ კვადრატულ მეტრში მხოლოდ 3.50 ლარს გვაძლევენ. მე მაგ მიწას საერთოდ ვკარგავ, არადა მამაპაპისეული მიწაა“, - აცხადებს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპენსაციების საკითხთან დაკავშირებით, მათი წარმომადგენლები სოფელ არალში მიმდინარე კვირაში ჩავლენ და ადგილობრივებს დაელაპარაკებიან: „ამ დროისთვის, საქმე ახალ ეტაპზე არ გადასულა და სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ვცდილობთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს“. ადიგენი–უდე–არლის ხიდის მშენებლობისათვის საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა. სამუშაოები მაისში დაიწყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენმა" განახორციელა. სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული.ხიდის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერებულია.[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია