შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხმა ზურგი შეაქცია ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ - ნიკა მელია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38293 
 14 მაისი 2019

გაერთიანებული ოპოზიციის ზესტაფონის რაიონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე, გაერთიანების ლიდერებთან ერთად, სოფელ კლდეეთის ამომრჩევლებს შეხვდა. ადგილობრივების თქმით, სოფელში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შიდა სასოფლო გზები, არ მიეწოდებათ წყალი და გაზი. ერთ-ერთ პრობლემად ასევე, სოციალურად დაუცველებისთვის დაუსაბუთებლად დახმარებების მოხსნა დასახელდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ზურგი შეაქცია.

„მათ თქვეს ეს შეხვედრაზე, რომ ჩვენ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს მივეცით ხმა და რაღაცა ნაწილმა თქვა, 2016-შიც კი მივეცითო, ანუ ხვდებით რაშია საქმე? - ხალხმა უკვე გადაწყვეტილება მიიღო, ხალხმა ბოლომდე შეაქცია ზურგი ბიძინა ივანიშვილს და „ ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ზურგი შეაქცია ბიძინა ივანიშვილმა და" ქართულმა ოცნებამ“ ხალხს,“- განაცხადა მელიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია