შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ქვეყანა ცაიტნოტშია, წამზომია ჩართული"- თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38308 
 14 მაისი 2019

თაკო ჩარკვიანი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. როგორც პარტია “კანონი და სამართალის“ ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება, ამიტომაც მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა პერმანენტული აქციები დაიწყონ.

“გვინდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს უმსხვილეს პარტნიორს, უმთავრეს პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. შემოჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიიდან კრიმინალური ავტორიტეტები. არსებობს ჩანაწერი, რომელიც გაჟღერდა უკვე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმცირეს ვადებში, რაც შეიძლება სწრაფად, ანუ აი, ამ ორ-სამ დღეში დადგინდეს ამის ავთენტურობა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩანაწერი აბსოლუტურად მართალია და ასეა, მაგრამ სამართლებრივად ვსაუბრობ ახლა და თუ ეს აღმოჩნდება, რომ მართალია, სასწრაფოდ სამართლებრივი ზომები იქნეს მიღებული, დაკავებული იქნეს ეს ადამიანი, რომელიც პირდაპირ ზეწოლას ითხოვს, ადამიანების გატაცებას ითხოვენ, ითხოვენ შევარდნებს. ყველა ღონეს ხმარობენ, ამბობენ, რომ პირდაპირ რაც შესაძლებელია, რისი საშუალებაც არის, ის გააკეთეთ. პრაქტიკულად, ქვეყანა მიჰყავთ უფსკრულისკენ. უმძიმესი ვითარება და მდგომარეობა შეიქმნა. ჩვენ, „კანონი და სამართალი,“ ჩვენი მხრივ უკვე ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მდგომარეობა, როცა დრო აღარ ითმენს, ქვეყანა მართლაც ცაიტნოტშია, წამზომია ჩართული. ჩვენის მხრივ გვგონია, რომ არჩევნების შემდეგ კი არა, ახლავე უნდა დავიწყოთ პერმანენტული აქციები და მე ვთხოვ მობილიზაციას ჩვენს მომხრეებს, რომ ეს ყველაფერი აღვკვეთოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ემუქრება გადაბარება, საქართველო დაკარგავს სახელმწიფოებრიობას,“- განაცხადა ჩარკვიანმა.

2020news.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია