შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერაბიშვილი ციხიდან იმის გამო არ გამოუშვეს, რომ არ დაწერა საშობაო ესსე და არ ითამაშა, "რა? სად? როდის?"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38288 
 13 მაისი 2019

ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში რჩება. მთავრობის ყოფილ მეთაურს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მეოთხედ უთხრა უარი. "კურიერმა" მოიპოვა 17-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც უარის მიზეზებია ჩამოთვლილი და რამდენიმე მათგანი ცინიკურად სკანდალურია. ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების კომისიამ უარის საფუძვლად დაასახელა ის ფაქტები, რომ ციხეში მერაბიშვილმა უარი თქვა და არ ითამაშა - "რა სად როდის," არ დაწერა ესსე საშობაო თემაზე და არ ჩაერთო სპორტულ აქტივობებში.

სწორედ ამ ჩამონათვალის საფუძველზე სპეციალურმა კომისიამ დასკვნაში ჩაწერა, რომ ყოფილი პრემიერის რესოციალიზაციის დონე არასაკმარისია და საბოლოოდ უარიც თქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება, მანამდე კი პოლიტიკოსები უკვე არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ვანო მერაბიშვილი თეა წულუკიანის პირად პატიმრად იქცა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ დაირღვა კანონი. თავად იუსტიციის მინისტრი კი მიიჩნევს, რომ კომისიას საკმარისი არგუმენტები ჰქონდა უარის სათქმელად.

ადვოკატები ვადამდე გათავისუფლების მორიგ უარს, უახლოეს დღეებში სასამართლოში გაასაჩივრებენ, დღეს ამ საკითხზე სასაუბროდ იურისტები ექსპრემიერს მატროსოვის ციხეში შეხვდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება