შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 30 ოქტომბერი 2018

ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან თანამდებობა დატოვა. როგორც knews.ge-ს მინდია იუკურიძემ განუცხადა, მას 28 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაეცვალა ახლო ნათესავი, რის გამოც ის ხშირად არ იმყოფებობა საოლქო საარჩევნო კომისიაში. იუკურიძის განმარტებით, ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.
“არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მე თურმე თანამდებობა დავტოვე. სადმე წაიკითხეთ ჩემი განცხადება? ჩემი ახლო ნათესავი გარდაიცვალა 28 ოქტომბერს, რის გამოც მე ხშირად ვერ ვახერხებდო საოლქო საარჩევნო კომისიაში მისვლას. როგორც ჩანს, ეს ფაქტორი ისე აღიქვეს, რომ თითქოს მე თანამდებობა დავტოვე”, – განუცხადა knews.ge-ს მინდია იუკურიძემ.
ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია