შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელი სცემეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38903 
 15 მაისი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

დაპირისპირება სოფლის ხელმძღვანელს ჩუმლაყელ ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა. ინციდენტი სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა.

ე. წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის გათხრის დროს, გათხარეს, ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა. მის აღდგენამდე, ბერულაშვილები უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

თავად ზაზა რუაძე მომხდარ ფაქტს ადასტურებს, ბერულშვილები კი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ. პოლიციამ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები