შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეცხვარეს ხმა – რა სურთ კახელ მეცხვარეებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38917 
 15 მაისი 2019

გურჯაანელი მეცხვარე თამაზ შაშიაშვილი დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ საძოვრების ფართობი მუნიციპალიტეტსა და რეგიონში ნელნელა მცირდება, რაც პრობლემას უქმნით.

მისივე თქმით, შემცირებულია ცხვრის რეალიზებაც, რაც განვითარების და ბიზნესის გაფართოვევის საშუალებას არ აძლევთ.

,,10 წლის ვიყავი როცა ცხვარი მყავდა და მეცხვარეობას ამ დრომდე მივდევ. ძალიან მიყვარს პირუტყვი, რადგან ეს საქმე ჩემი წინაპრების დაწყებულია. რთული საქმეა ამდენი პირუტყვის მოვლა მაგრამ მე არ მირთულდება რადგან ვიცი მოვლა. 

პრობლემაა ის რომ არ გვაქვს საძოვარი, სადაც ვაძოვებთ იმ ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს და იყიდებაო ეს ადგილი, ამის მერე სად უნდა ვაძოვოთ პირუტყვი არ ვიცით. ახლა მყავს 23 თხა და 120 სული ცხვარი. ადრე მეტი მყავდა, რადგან არაბები შემოდიოდნენ და ყიდულობენ, ახლა აღარ შემოდიან”,– განაცხადა თამაზ შაშიაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები