შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 15 მაისი 2019

ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს.

ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილთმა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, ქუთაისის მე-17 კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზები დაათვალიერეს. ქალაქის მერის განცხადებით დაგეგმილია, როგორც სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური გათბობის მონტაჟი.

"მე-17 სპორტულ სკოლას აქვს 4 დარბაზი. ამ კონკრეტულ სკოლაში იგეგმება ცენტრალური გათბობის მონტაჟი, რადგან გათბობის არ არსებობის გამო უჭირთ სპორტსმენებს ვარჯიში. ჩვენ 300 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი 2020 წლისთვის, ქუთაისში მდებარე სპორტული სკოლების რებილიტაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ წელს ქალაქში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები და უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

[R]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია