შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაალ ჩაჩავა "ტორპედოს" სპონსორობიდან "ჰუალინგ ჯგუფის" წასვლის მიზეზს განმარტავს

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 15 მაისი 2019

ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.  მან  „ნიუპრესთან“ საუბარში  ჩინური კომპანიის  წასვლის მიზეზი განმარტა.

 „ჩინურმა კომპანია შეაჩერა სპონსორობა და გაწყვიტა ხელშეკრულება. ამის გამო შეგვექმნა პრობლემა. მათ მიზეზად ჩინეთში მიღებული ახალი კანონი დაასახელეს. მათი თქმით, ჩინეთში მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავთ ქვეყნის გარეთ სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას. ჩემი აზრით, საუბარია იმ თანხებზე, რომელსაც ქვეყნიდან კრედიტის სახით იღებენ. არა მგონია, თავის თანხაზე ქონდეთ შეზღუდვა“, – განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევა. კომპანიის სპონსორობის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს არაოფიციალურად გავრცელდა,  თუმცა იმ დროისთვის არც მერიაში და არც „ტორპედოში“ ადასტურებდნენ. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ პრობლემების შექმნის შემდეგ გახმაურდა. 

ბიზნესმენა ზაალ ჩაჩავამ პასუხისმგებლობა ყოფილ ინვესტორს გადააბარა და განმარტა, რომ მათთან სასამართლო დავასაც არ გამორიცხავს.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია მისი შესაძლო წასვლის შესახებ და განმარტა, თუ ახალი სპონსორი ვერ მოძებნა, მოუწევს გუნდი მუნიციპალიტეტს დაუბრუნოს.

მერიამ „ტორპედო“ აუქციონზე 2017 წელს 300 000 ლარად გაყიდა.  ინვესტორმა კლუბზე პასუხისმგებლობა იკისრა. თუ ზაალ ჩაჩავა გუნდზე უარს იტყვის და მერიას დაუბრუნებს, სავარაუდოდ, ის გუნდში გადახდილ თანხას დაკარგავს.

 შენარჩუნდება თუ არა გუნდი, მაისის ბოლოს გაირკვევა.

 

 

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია