შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი, სააკაშვილზე დაბალი კლასის აღმოჩნდა"-ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38307 
 14 მაისი 2019

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “2020NEWS“-თან განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან თანამშრომლობა აუცილებელია. 

“არჩევენების შედეგი აჩვენებს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელი ხმების თითქმის ნახევარი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე გადის, ნახევარზე მეტი კი მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგებზე. საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ უკეთესი შედეგი აჩვენა, კერძოდ, ის, რომ მიხეილ სააკშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ერთნაირი ძალა აქვთ. ხელისუფლებას სახლში მარტო ვერც სააკაშვილის მომხრეები გაუშვებენ და ვერც ჩვენ, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აუცილებელია. 

გაპრეზიდენტების პირველ წლებში მიხიელ სააკაშვილმა რეფორმატორული ნიჭი გამოავლინა, იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზეც, მაგრამ მეორე ვადით არჩევნის შემდეგ, სააკაშვილი არ მოგვწონდა და ივანიშვილი ყოფილ პრეზიდენტზე კიდევ უფრო დაბალი კლასის მქონე აღმოჩნდა. ასე რომ, ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური სპექტრის შექმნა და პარლამენტის ბევრი ახალი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტება აუცილებელია”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

სტიქია ლანჩხუთში