შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" რატომ ვარ ვალდებული, ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?"- თამრიკო ჭოხონელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38310 
 14 მაისი 2019

17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძე, რომელიც tv პირველზე გადაცემა- "რეაქციაში" განმარტავს მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე.

თამარ ჭოხონელიძე აღშფოთებულია და ნაწყენია საზოგადოების  ნაწილის მიერ გამოჩენილი ზიზღისა და აგრესიის გამო მისი და კულტურის სფეროს ცალკეული წარომადგენლების მიმართ, რომლემსაც ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებიათ, თუმცა ამ აგრესიამ ყველაფერი გადააფასა.

“ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

სხვათაშორის, პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ?  ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე?  მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? “- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება