შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22618 
 15 მაისი 2019
საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 15 მაისს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, მხოლოდ 12 დეპუტატი გამოცხადდა, რაც ქვორუმისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. საკრებულოს წევრები დეპუტატებს საათნახევრის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. აპარატში, ამ დრომდე, არ აქვთ ინფორმაცია, როდის გაიმართება მომდევნო სხდომა.დღეს დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე უნდა ემსჯელათ. მათ შორის: 1. "ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.2. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის-სკვერის სახელდების შესახებ.3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ(შპს "ოპპა").4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ ( შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“).5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (ინდმეწარმე ლ.ლომიძე).6. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვისა და შეფასების შესახებ.7. "ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ".8. ქ. ახალციხე, ასპინძის ქუჩა N 44 მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 62.09.54.718) არსებული ობიექტის დემონტაჟის განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 წევრია. იმისათვის, რომ ქვორუმი შედგეს სხდომას 17 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია