შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აპრილში სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოვლინდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22606 
 15 მაისი 2019
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 60 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 11, იმერეთში - 12, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 2, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლის მასშტაბით - 8, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 11 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 363 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი და ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 52). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია