შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოლოდინი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38931 
 16 მაისი 2019

აუტიზმის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ისევ სისტემურ ცვლილებებს ელოდებიან 

საქართველოში აუტიზმს “ახალგაზრდა დიაგნოზს” უწოდებენ. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს ზრუნვას როგორც 18 წლამდე, ისე ზრდასრულ ასაკში.

კვლევებმა აჩვენა, რომ დროული ჩარევით და რამდენიმეწლიანი მუშაობით შესაძლებელია, აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. თუმცა, საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების სიმცირისა და რეგიონებში სერვისების არარსებობის გამო აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი თერაპიულ მკურნალობას დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებს.

2015 წელს თბილისის მერიამ “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა” დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მერია აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიულ მკურნალობას აფინანსებს. დედაქალაქის შემდეგ მსგავსი პროგრამები რეგიონებშიც შეიქმნა.

დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებში დაფინანსებას 1200-ზე მეტი 15 წლამდე ბავშვი იღებს, მაგრამ პროგრამით ყველა მსურველი მაინც ვერ სარგებლობს. თბილისსა და რეგიონებში 61 ბავშვზე მეტი დაფინანსებას ელოდება. თუმცა, მუნიციპალიტეტები იმ ბენეფიციარებს აღრიცხავენ, რომლებიც უკვე ოფიციალურად ელოდებიან პროგრამაში ჩართვას. შესაბამისად, იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც თერაპიული მკურნალობა სჭირდებათ უცნობია.

იხილეთ მასალა ვრცლად:

https://autism-children.wixsite.com/2019

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები