შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნატანებში საზოგადოებრივ ცენტრს თავს დაესხნენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38316 
 15 მაისი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის ფაქტი მოხდა გუშინ გვიან ღამით. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გამოძიებისათვის ჯერ- ჯერობით დაუდგენელმა პირებმა საზოგადოებრივი დარბაზის ფანჯრები ჩაამტვრიეს, შესასვლელი კარი დააზიანეს, ასევე, მთლიანად განადგურებულია "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. 

"გურიის მოამბის" წარომადგენლის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ამ წუთებში ცენტრში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ ხელით ნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება გამოიყენეს, რისი შედეგიცაა შენობის დაზიანებები.  მათი მტკიცებით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა. 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება "ლიბერთი ბანკის" საკასაციო სამსახურის წარმომადენელი, ექსპერტ კრიმინალისტები და პოლიცია. 

ეს ამ საზოგადოებრივ ცენტრზე ბოლო ორ წელიწადში მომხდარი მესამე შემთხვევაა, გამოძიებული არც ერთი არ არის. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება