შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22631 
 16 მაისი 2019
მოხის ბაღი საზეიმოდ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ და იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ საზეიმოდ გახსნეს.მოხეში ბაღი იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. „ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გავხსენით. მადლობა იაპონიის საელჩოს დახმარებისათვის. აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღში ისწავლონ“,– განაცხადა მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.ბაღში გვითხრეს, რომ ამ ეტაზე აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და სწავლა სექტემბრიდან დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მენეჯერი ჯერ არ ჰყავს.სამშენებლო სამუშაოებისთვის 66 395 აშშ დოლარი დაიხარჯა.[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია